ახალი ამბები
ქუთაისის სახანძრო-სამაშველო სამსახურისთვის გადაცემული ტექნიკა და თანამშრომელთა ანაზღაურება
FaceBook
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს  ქუთაისის განყოფილებას 160 თანამშრომელი ჰყავს.
სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, სააგენტოში მაქსიმალური ხელფასის რაოდენობა 2 705 ლარია, რომელიც სააგენტოს დირექტორის ანაზღუარებას წარმოადგენს, ხოლო, მინიმალური სახელფასო განაკვეთი 85 ლარით განისაზღვრება, რაც დამხმარე მოსამსახურის, მუშის, ხელოსნისა და დამლაგებლის ხელფასია.

უწყებისვე ინფორმაციით, მიმდინარე წელს ქუთაისის სახანძრო-სამაშველო განყოფილებას მხოლოდ ერთი სახეობის, 707 ლარის ღირებულების 5 ცალი გამაფრქვეველი ლულა გადაეცა, იმერეთის მასშტაბით კი, სამმართველოსთვის გადაცემული ტექნიკის ღირებულებამ 2 125 ლარი შეადგინა.

იმერეთის მასშტაბით, სააგენტოში სულ 459 ადამიანი დასაქმებული.


Print