ახალი ამბები
ივანიშვილის მიერ შეძენილი ფიროსმანის "არსენალის მთა ღამით" ხელოვნების მუზეუმს გადაეცემა
FaceBook
ნიკო ფიროსმანის "არსენალის მთა ღამით" საჩუქრად ხელოვნების მუზეუმს გადაეცემა. გადაწყვეტილება ტილოს ხელოვნების მუზეუმისთვის გადაცემის შესახებ
ნახატის ახალ მფლობელს, ყოფილ პრემიერს, ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის.

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ფიროსმანის "არსენალის მთა ღამით" მილიონნახევარ დოლარად "კრისტის" აუქციონზე შეიძინა.
აღნიშნული ნახატი ნიკო ფიროსმანმა 1907-1908 წელს შექმნა და ამ დრომდე კერძო კოლექციონერის საკუთრება იყო.
ტილო ბოლოს ლონდონის აუქციონზე 2010 წელს გაიყიდა. მანამდე ის 2007 წელს ნიუ-იორკის "სოტბის" აუქციონზე გაყიდეს. 1957 წელს ფიროსმანის ნახატი ფრანგ პოეტს, ლუი არაგონს 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით აჩუქეს.
ინფორმაცია გადაცემა "2030"-მა გაავრცელა.


interpressnews.ge
Print