ახალი ამბები
5 ოქტომბერს ქუთაისში პიანისტ ლექსო თორაძის კონცერტი გაიმართება
FaceBook
ქუთაისში, ლადო მესხიშვილის თეატრში ლექსო თორაძისა და ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული სიმფონიური ორკესტრის მონაწილეობით კონცერტი გაიმართება.

აღნიშნული კონცერტით საზეიმოდ დაიხურება "სიცოცხლის ფესტივალი".

კონცერტი საქველმოქმედოა და ბილეთების გაყიდვიდან შემოსული თანხა სრულად  გადაეცემა"ბერი ანდრიას სახელობის ფონდის" სარეაბილიტაციო სახლის მშენებლობას.

კონცერტს ნიკოლოზ რაჭველი უდირიჟორებს. შესრულდება მორის რაველის "ბოლერო" და სერგეი პროკოფიევის კონცერტი ფორტეპიანოსა და ორკესტრისათვის N3.ს

აზეიმო დახურვა 5 ოქტომბერს 19:30 საათზე გაიმართება.


Print