ახალი ამბები
"პატარა ვენეცია გვაქვს" - ქუთაისში მაისურაძის ქუჩა დატბორილია (ფოტო)
FaceBook
ქუთაისში, მაისურაძის ქუჩა ამ წუთებში წყლითაა დატბორილი. მოსახლეობის თქმით, ახლადრეაბილიტირებული წყლის მილი მწყობრიდან გამოვიდა.
"ერთი კვირაა ასეა, პატარა ვენეცია გვაქვს. ვერ ვიტვი, რომ წყალმომარაგების კომპანია არ რეაგირებს. აქ არიან ერთი კვირაა, მაგრამ ვერ გაიგეს თუ ვერ მიაგნეს სად რა გაფუჭდა," - ამბობენ მაისურაძის ქუჩაზე მცხოვრები შორენა ლაღაძე.

საქართველოს გაერთიანებული  წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის სერვისცენტრი დირექტორი ირაკლი ტურძელაძე ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ  ამ ქუჩაზე არსებული პრობლემა   წყლის ძველი მილების გამოცვლამ გამოიწვია.

"ნეტა 10 წუთში შეიძლებოდეს რამეს გაკეთება. თან ისე, რომ ქუჩა არ გადაითხაროს. ესაა ჩემი ოცნება," - განაცხადა ირაკლი ტურძელაძემ.


დატბორილი მაისურაძის ქუჩა

Print