ახალი ამბები
ტყიბულში ერთი საბავშვო ბაღის ავეჯით მოსაწყობად 36 ათას ლარამდე დაიხარჯა
FaceBook
ტყიბულში N1 საბავშვო ბაღი ახალი ინვენტარით აღიჭურვა.
სააღმზრდელო დაწესებულების ავეჯით მოსაწყობად სახელმწიფო შესყიდვა ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობამ მიმდინარე წლის 24 აგვისტოს გამოაცხადა.

38 ათას ლარის ღირებულების ტენდერი (170010123) ბაღის მაგიდებით, სასაწყობე თაროებით, კარადებით, სკამებით, საწოლებით და ყველა საჭირო ინვენტარით აღჭურვას ითვალისწინებდა.

ბაღის ავეჯით ინვენტარის მოწყობაზე ხელშეკრულება ტყიბულის მუნიციპალილტეტის გამგეობამ 15 სექტემბერს ტენდერში გამარჯვებულ კომპანია "დაგის"-თან გააფორმა. რომლემაც, სამუშაოების განსახორციელებლად 35 600 ლარი მოითხოვა.

როგორც ტყიბულის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი, ემილია გაბრიაძე ამბობს, სკოლამდელი დაწესებულება სრულ რეაბილიტაციას საჭიროებდა, სწორედ ამიტომ გახდა ბაღის მოსწყობისთვის სოლიდური თანხის გაღება.

"ვიდრე ბაღის ინვენტარით აღჭურვა მოხდებოდა, შენობას ჩაუტარდა რეაბილიტაცია და შემდგომ მოხდა მისი ავეჯით მოწყობა. ეს ბაღი ათწლეულების მანძილზე არ განახლებულა, საშინელ მდგომარეობაში იყო ყველა ნივთი, ავეჯთან ერთად ჭურჭელიც ძალიან ძველი იყო და არ შეიძლებოდა იქ რაიმე სტანდარტზე გვესაუბრა, ახლა კი ყველაფერი ახალია და ბაღში სასწავლო პროცესი ყველანაირი ნორმის დაცვით მიმდინარეობს," - ამბობს ემილია გაბრიაძე.

ტყიბულის N1 საბავშვო ბაღში დღეის მონაცემებით სულ 112 აღსაზრდელი სწავლობს.

ტყიბულის მუნიციპალიტეტში სულ 14 საბავშო ბაღია. აქედან, 6 ქალაქში, ხოლო დანარჩენი სოფლებში მდებარეობს. ქალაქში არსებული ბაღებიდან გადაუდებელი რეაბილიტაცია ოთხს ესაჭიროება. რომელთა ნაწილის რეაბილიტაცია მიმდინარე წელს იგეგმება.

ტყიბულის მუნიციპალიტეტში, ინფრასტრუქტურული და სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმებთან შეუსაბამობის გამო, 7 საბავშვო ბაღი, მიმდინარე წელს, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ დაჯარიმდნენ.



ამავე თემაზე:



ჩამონგრეული კედლები, მწყობრიდან გამოსული ინფრასტრუქტურა - მდგომარეობა ტყიბულის საბავშვო ბაღებში (ფოტო)

ტყიბულში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შვიდი საბავშვო ბაღი დააჯარიმა
Print