ახალი ამბები
წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტები ლექციებს youtube -ის მეშვეობით მოისმენენ
FaceBook
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ლექციებს youtube- ის მეშვეობით მოისმენენ. წერეთლის უნივერსიტეტის რექტორის  გიორგი ღავთაძის თქმით, სიახლეზე მუშაობა სასწავლებელში უკვე მიმდინარეობს.  რექტორის განმარტებით, ლექციების ონლაინ მოსმენა სტუდენტებს სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაში და დისტანციურ სწავლებაში დაეხმარება.

"ბევრი სტუდნეტი ცდილობს დასაქმდეს, რაც ძალიან კარგია. ამასთანავე სურვილი აქვთ იცოდნენ რა თემაზე იყო საუბარი მისი ჯგუფის ლექციაზე. ამიტომ youtube-ის არხის შექმნა მათ დაეხმარებათ თუ უნივერსიტეტში ვერ მოვლებ დისტანციურად მოუსმინონ ლექციებს", - ამბობს ჩვენთან საუბარში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, გიორგი ღავთაძე.

მისი თქმით, ლექციების ჩაწერა და შემდგომი ტექნიკური უზრუნველყოფა წერეთლის უნივერსიტეტში არსებულ მულტიმედიურ ლაბორატორიაში მოხდება, სადაც ამ საკითხზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს.

"შესაძლოა ყველა ლექცია ვერ ვიხილით youtube-ზე, მაგრამ ჩვენ ნამდვილად გვყავს ისეთი ლექტორები, რომლთა ლექციებიც ყველამ უნდა ნახოს და მოისმინოს" - ამბობს გიორგი ღავთაძე.

მისი თქმით, ახალი სერვისის შეთავაზება სტუდენტებისთვის მიმდინარე სასწავლო წელს იგეგმება.
Print