ახალი ამბები
ქუთაისში საქალაქო მიკროავტობუსი ავარიაში მოყვა
FaceBook
ქუთაისში, ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე ავტოქარხნის მიმართულებით მოძრავი საქალაქო ტრანსპორტი ავარიაში მოყვა. N 100 მიკროავტობუსი, რომელშიც დაახლოებით, 10-მდე მგზავრი იმყოფებოდა გზის სავალი ნაწილიდან  გადავიდა და ხეს შეასკდა.

როგორც თვითმხილველები ამბობენ, ერთ-ერთ მგზავრს ხელი აქვს მოტეხილი, რომელიც სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა. დანარჩენები არ დაშავებულან. მიკროავტობუსის მგზავრების განმარტებით, მიკროავტობუსს წინ სატვირთო ავტომობილი გადაეღობა, რაც ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევი მიზეზი გახდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ ზემოთ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.
Print