ახალი ამბები
"ტორპედოს" გულშემატკივრები "ლოკომოტივთან" მატჩზე დასასწრებად ხელმოწერებს აგროვებენ
FaceBook
"ტორპედოს" გულშემატკივრები  მიმდინარე წლის 23 ოქტომბერს "ტორპედო"- "ლოკომოტივის" მატჩზე დასწრებას ითხოვენ, რისი უფლებაც მათ ფეხბურთის ფედერაციამ ჩამოართვა. საფეხბურთო კლუბის ფანკლუბი ფედერაციაში გასაგზავნ  პეტიციაზე ხელმოწერებს უკვე აგროვებს. 

"ტორპედოს" ადმინისტრაცია იმედოვნებს, რომ "ლოკომოტივთან" შეხვედრა ცარიელი ტრიბუნებით არ ჩატარდება.

"ჩვენ შვაფასეთ დ გავაანალიზეთ რისკები და  დიდი იმედი გვაქვს, რომ  ფეხბურთის ფედერაცია მოვგვცემს უფლებას,  გულშემატკივრები დავასწროთ მატჩს. მესმის, რომ გარკვეული დაძაბულობა გუნდების გულშემატკივრებს შორის კვლავ არის, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ პირველ რიგში "ლოკომოტივი" არ იტყვის უარს, ამაზე", - ამბობს საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" აღმასრულებელი დირექტორი, მამუკა მოსიაშვილი.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ "ტორპედოს" გულშემატკივრებს "ლოკომოტივთან" საპასუხო მატჩზე დასწრების უფლება,  ამავე გუნდებს შორის მიმდინარე წლის 11 აგვისტოს გამართულ შეხვედრაზე მომხდარი ინცინდენტის გამო ჩამოართვა. მატჩის მიმდინარეობისას ტრიბუნებზე დაწყებული ჩხუბის გამო ჩაშლილი თამაშის შემდეგ, აღმასკომმა ორივე გუნდი 20 000 ლარით დააჯარიმა. ამასთანავე, მათ ორ მატჩზე გულშემატკივრების დასწრების უფლება ჩამოერთვათ.

ინცინდენტის განმეორების შემთხვევაში კი კლუბებს აქტივში 3-3 ქულა დააკლდებათ.

"ტორპედოს" აღმასრულებელი დირექტორის, მამუკა მოსიაშვილის თქმით, კლუბმა მაყურებლის გარეშე უკვე ჩაატარა ერთი შეხვედრა გორის "დილასთან". 

მიმდინარე წლის 23 ოქტომბერს ქუთაისის "ტორპედო" თბილისის "ლოკომოტივს" ეროვნული ჩემპიონატის 31-ე ტურის აფრგლებში დაუპირისპირდება.

ეროვნულ ლიგაში "ტორპედო" 55 ქულით მეორე ადგილზეა. 


ამავე თემაზე:

აღმასკომმა „ტორპედოსა“ და „ლოკომოტივს“ განაჩენი გამოუტანა

"ლოკომოტივისა" და ტორპედოს" თამაში ჩხუბის გამო ჩაიშალა

"ლოკომოტივისა" და ტორპედოს" ჩხუბის გამო ჩაშლილი თამაში 14 აგვისტოს განახლდება
Print