ახალი ამბები
ერთი გარდაცვლილი და ერთი დაშავებული - ქუთაისში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
FaceBook

ქუთაისში, აღმაშენებლის გამზირზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ქვეითი ემსხვერპლა. უბედური შემთხვევა 2 ოქტომბერს ღამის საათებში მოხდა.



ფაქტს ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინიტროშიც. უწყებაში განმარტავენ, რომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის 1 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა ითვალისწინებს იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე. შსს-ს ცნობით, საქმეზე დანიშნულია ექპერტიზა.


ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, ასევე, ქუთაისში დავით აღმაშენებლის მოედანზე. ავტომობილი ქვეითად მოსიარულეს დაეხაჯა, რა დროსაც ის მსუბუქად დაშავდა. შსს-ს ინფორმაციით, აღნიშნული შემთხვევა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის წესით გაფორმდა.

 

Print