ახალი ამბები
ქუთაისში სატრანსპორტო ხაზებზე ახალი ნებართვების გასაცემად კონკურსი ერთ თვეში ჩატარდება
FaceBook
ქუთაისში საქალაქო ტრანსპორტზე ხაზებზე ახალი ნებართვების გასაცემად კონკურსი მიმდინარე წლის მარტში ჩატარდება.

ამის შესახებ ქუთაისის მერმა, შოთა მურღულიამ განმარტა. მისი თქმით, ამ დროისთვის მიმდინარეობს ახალი სვლა-გეზების დადგენა, რისი დასრულების შემდეგ კონკურსი გამოცხადდება.
ქუთაისში ამდროისთვის 18 საქალაქო სატრანსპორტო ხაზზე გაცემული ნებართვის ვადაა ამოწურული. კონკურსი სწორედ, ვადაგასულ ხაზებზე ჩატარდება.
ქუთაისის საქალაქო სატრანსპორტო ხაზებზე ნებართვის მაძიებელთა კონკურსი ჩატარება ახალი წესით და შერჩევის ახალი პირობებით მოხდება. შესაბამისი წესდება ქალაქის საკრებულომ რიგგარეშე სხდომაზე დაამტკიცა. წესდება და კონკურსის ახალი პირობები დეპუტატებს ქალაქის მერმა შოთა მურღულიამ წარუდგინა.
ერთ-ერთი ცვლილებით, გადამზიდი კომპანიების გარდა, კონკურსში მონაწილეობა თვით მძღოლებისგან შემდგარ ჯგუფსაც შეეძლება.
საქალაქო სატრანსპორტო ხაზებზე ნებართვის მაძიებელთა კონკურსი გადამზიდავთა შერჩევის მთელ რიგ ცვლილებებს ითვალისწინებს. კერძოდ, შეფასების ახალი ფორმულის მიხედვით, უპირატესობა სატნასპორტო საშუალებების ტექნიკურ გამართულობას მიენიჭება, რასაც სპეციალური კომისიის ნაცვლად, ტექნიკური დათვალიერების დამადასტურებელი დოკუმენტით შეამოწმებენ.
თეკლე მორგოშია
Print