ახალი ამბები
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარეს და მის მოადგილეს 1000-1000 ლარიანი გირაო შეეფარდათ
FaceBook
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარეს დავით დვალს, მის მოადგილეს, ბექა ყანჩელსა და მძღოლს 1000-1000 ლარიანი გირაო შეეფარდათ.

საუბარია, 2 წლის წინ არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ცენტრის" ხელმძღვანელის, სულხან ქობულაძის ცემის საქმეზე.

დაზარალებული ჩენთან საუბარში მაღალჩინოსნებზე გირაოს დაკისრებას ადასტურებს, თუმცა განმარტავს, რომ სასამართლო მისი მონაწილეობის გარეშე ჩატარდა.

"ამ ფაქტის შესახებ დღეს დილით, ჩემი უფლებადამცველისგან გავიგე. ვიცი, რომ აღკვეთის ღონიზძიების სახით სასამართლომ გირაო შუფარდათ. ეს უკვე არის აღიარება, რომ დანაშაული ნამდვილად მოხდა. აქამდე დავით დვალი არ აღიარებდა და სულ ამბობდა, რომ ეს იყო ბლეფი. ცოტა გასაკვირია, დაზარალებულის გარეშე რატომ შედგა სასამართლო," - აცხადებს სულხან ქობულაძე ჩვენთან საუბარში.

ქუთაისიპოსტი ამ საკითხზე ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს, ბექა ყანჩელს დაუკავშირდა. როგორც მან განაცხადა, ამ დროისთვის ინფორმაცია არ აქვს.

"გზაში ვარ და გავარკვევ," - გვითხრა ბექა ყანჩელმა. 

სასამრთლოში არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ცენტრის" ხელმძღვანელის, სულხან ქობულაძის უფლებებს "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ქუთაისის ფილიალი იცავდა.

ამ დროისთვის არ ხერხდება გიორგი სანტურიანთან დაკავშირება. მას მობილური ტელეფონი გამორთული აქვს.

სულხან ქობულაძის ინფორმაციით, 2015 წლის ოქტომბერში, მას ფიზიკური შეურაცხყოფა საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით დვალმა, მისმა მოადგილემ, ბექა ყანჩელმა, დვალის მძღოლმა და უცნობმა ადამიანმა მიაყენეს. ქობულაძის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით მიმდინარეობდა.


ამავე თემაზე:

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ უფლებამოსილება შეიჩერა

საქმე თაროზე შემოდეს - სულხან ქობულაძე ქუთაისის მაღალჩინოსნებთან მომხდარ ინცინდენტზე

Print