ახალი ამბები
"მივალთ და ადგილზე შევისწავლით" - ქუთაისის მერია გელათის ქუჩაზე
FaceBook
ქუთაისში, გელათის ქუჩაზე სატვირთო ავტომანქანების გადაადგილებასა და მეწყერსაშიშ ზონაში მიწის ჩავარდნის ფაქტს ქუთაისის მერიაში ეხმაურებიან.

მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით თვითმმართველობის წარმომადგენლები ადგილზე მივლენ და სიტუაციას შეისწავლიან. 

"მივალთ და ადგილზე შევისწავლით სიტუაციას. მოსახლეობას განცხადებითა არ მოუმართავს აღნიშნულის შესახებ. თუ ნამდვილად არის საფრთხე, ორგანიზაცია რომელიც მუშაობს მასთან ერთად განვიხილავთ ამ საკითხს და მივიღებთ შესაბამის ზომებს", - განმარტავს ქუთაისის მერიის პრესსმასახურის უფროსი, ეკა მამისეიშვილი. 

გელათის ქუჩაზე მიწა ჩავარდა,  ადგილობრივების განმარტებით, ტერიტორიაზე მოძრავმა სატვირთო მანქანებმა მოსახლეობას დამატებითი პრობლემები შეუქმნა. 

შეუქმნა.

კომპანია "ინფრა კონსტრაქშენი" ერთ წელზე მეტია მდინარე ხანისწყალზე ნაპირსამაგრ სამუშაოებს აწარმოებს. სატვირთო ავტომანქანები კი, სწორედ, გელათის ქუჩის გავლით, დღეში რამდენჯერმე გადაადგილდებიან. მათი განმარტებით, სამუშაოები 10 დღეში დასრულდება.


ამავე თემაზე:


სატვირთო ავტომანქანები და ჩავარდნილი მიწა გელათის ქუჩაზე - მოსახლეობა დახმარებას ითხოვს (ფოტო)

Print