ახალი ამბები
"ტორპედომ" "საბურთალო" დაამარცხა
FaceBook
ეროვნული ლიგის მეოთხე წრის პირველ შეხვედრაში ქუთაისის "ტორპედომ" თბილისის "საბურთალოს" უმასპინძლა და ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

მატჩი ქუთაისელების უპირატესობით მთელი დროის მანძილზე მიმდინარეობდა. ქუთაისელებმა ანგარიში მე-11 წუთზე კუტალიას ეფექტური თავურით გახსნეს.

პირველივე ტაიმში "ტორპედოს" ანგარიშის გაზრდის ბევრი შანსი ჰქონდა, თუმცა მეკარე კუპატაძე შესანიშნავი იყო. მეორე ტაიმში "საბურთალო" ჯერ 10 კაცით დარჩა, შემდეგ კი უბედური შემთხვევაც მოხდა, თბილისელ ფეხბურთელს ბურთი ძლიერად მოხვდა სახეში, ის კლინიკაში გადასაყვანი გახდა. "ტორპედომ" აქტიურობა განაგრძო და მეორე გოლიც მალევე გაიტანა. 11 მეტრიანი საჯარიმო დარტყმა კუხიანიძემ გოლად აქცია.

ქუთაისელებს კიდევ ბევრი მომენტი ჰქონდათ თუმცა ანგარიშის შეცვლა ვეღარ მოხერხდა.

"ტორპედოს" უშუალო კონკურენტებმა "დინამო" თბილისმა და "სამტრედიამ" ქულები დაკარგეს, ამ მოგებით ქუთაისელებმა "სამტრედიას" გაასწრეს და ლიდერ "დინამოსთან" სხვაობა 4 ქულამდე დაიყვანეს.

ავტორი: ბაქარ ლიკლიკაძე
Print