ახალი ამბები
ზესტაფონში საკრებულოს სხდომა ორჯერ ჩაიშალა
FaceBook

ზესტაფონში საკრებულოს სხდომა ქვორუმის არ არსებობის გამო ორჯერ, მიმდინარე წლის 28 და 29 სექტემბერს, ჩაიშალა.

ზესტაფონის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, ლევან ურიადმყოფელის განმარტებით, 28 სექტემბერს საკრებულოს რიგით სხდომას 34 დეპუტატიდან მხოლოდ 10 წევრი დაესწრო.  რის გამოც, მეორე დღეს, რიგგარეშე სხდომა  მოიწვიეს, თუმცა, დეპუტატები არც მაშინ მივიდნენ. 

საკრებულოს სხდომაზე მხოლოდ ერთი, საბავშვო ბაღების რეორგანიზაციის საკითხი უნდა განეხილათ.  

"კანონი ეხება სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების დამოუკიდებელ ფუნქციონირებას. კანონი მიღებულია საქართველოს პარლამენტის მიერ და მუნიციპალიტეტებში ის უნდა აღსრულებულიყო მიმდინარე წლის 1 ოქტომრიდან. მაგრამ "ქართულმა ოცნებამ" გამოაცხადა ბოიკოტი და არ მოვიდა სხდომაზე.  ახლა უნდა ჩაერიოს შესამაბისი სახელმწიფოებრივი სტრუქტურები, რომ მოხდეს ამ საკითხის მოგვარება", -  ამბობს ზესტაფონის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, კახა მაღრაძე. 

საკრებულოს სდომაზე გამოუცხადებლობას ჯამნთელობის პრობლემით  ხსნის, საკრებულოს  დამოუკიდებელი წევრი, დავით ჭანკვეტაძე. 

"ვმკურნალობ, ეს მთელმა საკრებულომ იცის, ამიტომ მე ამ მიზეზით ვერ გამოვცხადდი" , - ამბობს დავით ჭანკვეტაძე. 


 

 

Print