ახალი ამბები
საქველმოქმედო საფეხბურთო მატჩი მსოფლიოს ნაკრებმა მოიგო
FaceBook
"დინამო" არენაზე ლეგენდების მატჩი გაიმართა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ფეხბურთის ლეგენდებმა საქველმოქმედო მატჩი "დინამო" არენაზე გამართეს, ბილეთებიდან შემოსული თანხა სრულად მოხმარდება ბორჯომის ტყის აღდგენას.
ფეხბურთელები პირობითად GFF-სა და world- ის გუნდებში გადანაწილდნენ. ქართველებიდან მატჩში მონაწილეობა ლევან კობიაშვილმა, კახი კალაძემ, გიორგი დემეტრაძემ, გიორგი ქინქლაძემ, ალექსანდრე იაშვილმა, ზურაბ ხიზანიშვილმა, ალექსანდრე ამისულაშვლმა, კახაბერ ცხადაძემ, ლევან ცქიტიშვილმა და მიხეილ ყაველაშვილმა მიიღეს.
მატჩი თავიდან დაბალი ტემპით წარიმართა, თუმცა, მაყურებლებმა ნამდვილად კარგი სანახაობა იხილეს, ბევრი და ლამაზი გოლი, კარგი კომბინაციები და მრავალი საფეხბურთო ლეგენდა ერთ მოედანზე.

თამაშის პირველი ნახევარი მსოფლიოს გუნდმა მოიგო 1:4. მეორე ნახევარში კი ფედერაციის გუნდი გააქტიურდა, რამაც მეორე ტაიმის მიწურულს ანგარიში 5:5 გახადა. თუმცა, ბოლო წუთებზე მსოფლიოს გუნდმა მოახერხა და გამარჯვების გოლი გაიტანა.


ბაქარ ლიკლიკაძე


Print
თეგები: #სპორტი