ახალი ამბები
2 ოქტომბრიდან იმერეთის მუნიციპალიტეტებში მოსახლეობას აზიური ფაროსანას წინააღმდეგ პრეპარატებს დაურიგებენ
FaceBook
2 ოქტომბრიდან იმერეთის მუნიციპალიტეტებს მავნებელი მწერის, აზიური ფაროსანას შესაწამლ პრეპარატებსა და ხაფანგებს დაურიგებენ. ამის შესახებ იმერეთის ვიცე - გუბერნატორმა, სოსო ხახალეიშვილმა ჩვენთან საუბარში განმარტა.
მისივე ინფორმაციით, პრეპარატი იმერეთის რეგიონის 12 მუნიციპლიტეტიდან, მხოლოდ სამს სამტერდიის, ვანის და ხონის მუნიციპალიტეტში დარიგდება.

იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ იმერეთის სამი მუნიციპალიტეტის გარდა, ამ დროისთვის მავნებელი მწერის საწინააღმდეგო საშუალებების დარიგების საჭიროება არ დგას.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის, როსტომ თავაძის თქმით, მავნებელი მწერის საწინააღმდეგო საშულებებს პირველ ეტაპზე 14 313 ოჯახს გადასცემენ.

როსტომ თავაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის 2 338 ჰექტარი თხილის ფართობი, ხოლო სიმინდის - 3 800 ჰექტრამდეა შეწამლული.

"სადაც საჭიროება იყო, ყველგან შეიწამლა. მომდევნო კვირიდან კი დამატებით ყველა ოჯახს დაურიგდება ფერომონები (მავნებლის მოსაზიდი ხაფანგები) და წამალი", - ამბობს სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე, როსტომ თავაძე.

სურსათის ეროვნული სააგნეტოს ინფორმაციით, ერთ ოჯახზე, განსაზღვრულია ერთი ლიტრი შესაწამლი საშუალება და ფერომონი.

მათივე ინფორმაციით, ბიფეტრინის ჯგუფის პრეტარატები აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლისთვის რეკომენდირებულია მსოფლიოს წამყვანი ენტომოლოგების მიერ. ერთი ლიტრი პრეპარატით შესაძლებელია 2 ჰექტრამდე ფართობის დამუშავება.


ამავე თემაზე:

მოუსავლიანობის მეორე წელი და ღონისძიებები აზიური ფაროსანას დასამარცხებლად

თხილის მოსავლის 70% დასავლეთ საქართველოში შესაძლოა კვლავ განადგურდეს
Print