ახალი ამბები
წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტები შვეიცარიის უნივერსიტეტში გაცვლითი პროგრამებით ისარგებლებენ
FaceBook

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში შევიცარიის ელჩმა საქართველოში, სტუდნტებთან შეხვედრა გამართა.

მხარეებს შორის შეხვედრა, რომელიც შვეიცარიის საელჩოს ინიციატივით ჩატარდა, შვეიცარიული სახელმწიფოს მოწყობის წესებს ეხებოდა. შვეიცარიის ელჩის ლუკას ბეგლინგერმის თქმით, ქუთაისში ჩამოსვლის მიზანია მისი ვიზიტები არ შემოიფარგლოს მხოლოდ თბილისში შეხვედრებით.  

"დღეს სტუდენტებს ვესაუბრეთ შვეიცარიაზე, მის კულტურაზე, განათლების სისტემაზე და იმ დემოკრატიულ მმართველობაზე, რაც მსოფლიოში უნიკალურია" - განაცხადა შვეიცარიის ელჩმა საქარველოში, ლუკას ბეგლინგერმა.

"შეხვედრა ძალიან საინტერესო იყო. რადგან უნივერსიტეტი არის აკრედიტაციის პროცეში მნიშვნელოვანია ასეთი შეხვედრების გამართვა. იმისთვის, რომ სტუდენტებს მეტი ინფორმაცი ჰქონდეთ ევროპულ ქვეყნებზე და ევროპაშიც ცნობილი გახდეს ჩვენი უნივერსიტეტი",  - ამბობს აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის ბიზნესის, სამართლის და სოციალურ მეცნიერაბათა ფაკულტეტის სტუდენტი, ელენე კაკიშვილი.

სტუდენტებთან შეხვედრამდე შვეიცარიის ელჩი საქართველოში წერეთლის უნივერსიტეტის ლექტორს გიორგი ღავთაძეს შეხვდა. რომელიც  შევიცარიის "ფრიბურგის" და წერეთლის უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას ეხებოდა. გიორგი ღავთაძის თქმით, ფრიბურგის უნივერსიტეტში გაცვლით პროგრამების განვითარებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაში გადავიდა.

"ჩვენ არ გავქვს ისეთი მჭიდრო თანამშრომლობა შვეიცარიასთან, როგორც საფრანგეთთან, გერმანიასთან. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ გასულ წელს შვეიცარიის ფრიბურგის უნივერსიტეტთან გავაფორმეთ თანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის ფარგლებში წერეთლის უნივერსიტეტის დოქტორანტებს აქვთ საშუალება განათლება მიიღონ ევროპის ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტში",  -ამბობს წერეთლის უნივერსიტეტის რექტორი, გიორგი ღავთაძე.

მისი თქმით, ფრიბურგის უნივერსიტეტში სამცნიერო კვლევების და გაცვლითი პრიგრამების განხორციიელება მიმდინარე სასწავლო წელს დაიწყება.




 

Print