ახალი ამბები
წერეთლის უნივერსიტეტში ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა
FaceBook

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია მიმდინარეობს.

ღონისძიება წერეთლის უნივერსიტეტის ბიზნესის სამართლის და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით ხორციელდება. "რეგიონული განვითარების, ეკონომიკური, სამართლებრივი და სოციალური პრობლემები" ამ სახელწოდების კონფერენციაზე საქართველოს და უცხოეთის 17 უნივერსიტეტის წარმომადგენლები იღებენ მონაწილებას.

"არიან სტუმრები ჩეხეთიდან, ლიტვიდან, ლატვიიდან, უკრაინიდან, ჰოლანდიიდან, რომლებიც მათ უნივერსიტეტებში გამოკვლეულ და დამუშავებულ ნაშრომებს წარმოადგენენ. თემატიკა არის მრავალფეროვანი. ჩვენი ფაკულტეტის ყველა მიამრთულება შევაჯერეთ, რათა ყველას მისცემოდა საშუალება წარმოედგინათ ნამუშევრები", - ამბობს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერისტეტის ბიზნესის, სამართლის და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის 
ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი, ნანა შონია.

კონფერენცია, რომელიც ორი დღე გაგრძელდება მონაწილეობას, ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის, სამართლის, სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტიც, იღებს. მათი წარმომადგენლის თქმით, მსგავსი კონფერენციები საინტერესო და მნიშვნელოვანია აკადემიური პერსონალისთვის.

"კონფერენცია მრავლის მომცემია ჩვენთვის, რადგან უნივერსიტეტების წარმომადგენლები ერთმანეთს ვუზიარებთ გამოცდილებას. ბათუმის უნივერსიტეტს მრავალი წლის თანამშრომლობა აკავშირებს წერეთლის უნივერსიტეტთან და მიხარია, რომ ეს ურთიერთანამშრომლობა გრძელდება",  - ამბობს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენელი, იასე ცინცაძე.

ღონისძიება მისასალმებელის სიტყვის შემდეგ, ჩეხეთის უნივერსიტეტის ლექტორმა, რუბიკ ჰაენერმა გახსნა. მისი თემა,  ჩეხეთში განათლების ხელმისაწვდომობას ეხებოდა.

"თემა ძირითადად აკადამიური პერსონალის ცოდნის ამაღლებას, გამოცდილების გაზიარებას და სტუდენტებთან ურთიერთობებს მოიცავს. მიხარია, რომ ამ თემას დღეს კონფერენციაზეც გავაცნობ ჩემს კოლეგებს", - ამბობს ჩეხეთის უნივერსიტეტის წარმომადგენელი, რუბიკ ჰაენრი.

კონფერენციაზე წერეთლის უნივერსიტეტსა და ეკონომიკის სკოლას შორის ურთიერთანამშორმლობის მემორანდუმი გაფორმდა.

 

Print