ახალი ამბები
"ბევრი დავკარგეთ" - ქუთაისში, აფხაზეთში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
FaceBook
სოხუმის დაცემიდან 24 წელი გავიდა. ქუთაისში ქართულ-აფხაზურ ომში დაღუპულებს ნინოშვილის ბაღში მემორიალთან მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.

დაღუპულთა სულების მოსახსნებელად აღევლინა წირვა-ლოცვაც. 

"ძალიან მძიმე გასახსენებლადაც. ბევრი დავკარგეთ. მოუშუშებელი ტკივილია. ჯანმრთელობას ვუსურვებ ყველა ვეტერანს",  - ამბობს ომის მონაწილე, ამირან შაშიაშვილი. 

მემორიალთან სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, თავად ომის მონაწილეები და სხვა რიგითი მოქალაქეები იმყოფებოდნენ. 


ქუთაისში, ნინოშვილის ბაღში მდებარე მემორიალი

ქართულ-აფხაზური კონფლიქტი 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. 13 თვესა და 13 დღეს გაგრძელდა. 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა, ორი დღის შემდეგ ოჩამჩირე, 30 სექტემბერს კი - გალი.
Print