ახალი ამბები
ქუთაისში, გაზზე მომუშავე ავტომობილების ინპექტირების უფლებამოსილი ორგანო არ არსებობს
FaceBook
კომპანიას, რომელიც ქუთაისში აირბალონებზე მომუშავე ავტომობილების ინსპექტირებას განახორციელებს, ამ დრომდე აკრედიტაცია არ მიუღია. მაშინ როცა, საქართველოში აირბალონების შემოწმება სავალდებულო 2018 წლის 1 იანვრიდან ხდება.

ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროს აკრედიტაციის ცენტრში განგვიცხადეს. მათივე ინფორმაციით,  ქუთაისიდან მხოლოდ ერთმა კომპანიამ მიმდინარე წლის ივლისში მიმართა.

"აკრედიტაციის მისაღებად ბევრი პროცედურაა საჭირო. ამასთანავე, საჭიროა ადგილზე შემოწმებაც. ამ კომპანიის მიმართ არის გარკვეული შენიშვნები, რომელიც მან უნდა გაითვალისწინოს. უკვე მასზეა დამოკიდებული რამდენად სწარაფად მოხდება რეაგირება შენიშვნებზე, რაც დააჩქარებს აკრედიტაციის მინიჭებას," - განაცხადა ქუთაისიპოსტთან აკრედიტაციის ცენტრის ადმინისტრციის სამსახურის უფროსმა, მერი დეკანოიძემ.

ამჟამად, საქართველოში აირბალონებზე მომუშავე ავტომობილების ინსპექტირება მხოლოდ თბილისში, რუსთავსა და გორშია შესაძლებელი.

დედაქალაქში ამ საქმიანობას აკრედიტირებული კომპანია შპს "აირბალონი" განახორციელებს, თელავსა და გორში კი შპს "ფაბერი".



ამავე თემაზე:

აირბალონების სავალდებულო ინსპქეტირების პრობლემები ქუთაისში (ვიდეო)
Print