ახალი ამბები
"ხელისუფლებამ საძოვრები გაგვიყიდა" - მოსახლეობის პროტესტი ზესტაფონში
FaceBook
ზესტაფონის რაიონის სოფელ პირველ სვირში საძოვრების გაყიდვა აქციით გაპროტესტეს.
სოფლის მცხოვრებლები ამბობენ, რომ ეკონომიკის სამინისტრომ სოფელს პირუტყვისთვის განკუთვნილი საძოვარი გაუყიდა, რის გამოც, ადგილობრივებს არ აქვთ შესაძლებლობა პირუტყვი მინდორში გაიყვანონ, რადგან აღნიშნულ ტერიტორიაზე კერძო ბიზნესმენებმა სხვადასხვა ობიექტები განათავსეს.

"ხელისუფლებამ საძოვრები გაგვყიდვა და ამ დროს სოფლის ხალხმა რა უნდა ვქნათ, სად წავიყვანოთ პირუტყვები, გამოდის რომ სოფელი უნდა დატოვოს ყველამ", - აცხადებენ ადგილობრივები.

მოსახლეობა ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს და აცხადებს, რომ ეს ფაქტი სოფლის მოსახლეობას იძულებულს ხდის საცხოვრებელი სახლები დატოვონ.

სოფლის რწმუნებული, გელა კაპანაძე აცხადებს, რომ ტერიტორია წინა ხელისუფლების დროს გაიყიდა, პრობლემის მოგვარება კი, ადგილობრივ გამგეობას არ შეუძლია რადგან ტერიტორია ეკონომიკის სამინისტრომ გაასხვისა.
Print