ახალი ამბები
ქუთაისში ავტოსადგურზე მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
FaceBook
ქუთაისში ჭავჭავაძის გამზირზე, ავტოსადგურზე მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს.

შუახნის მამაკაცის ცხედარი თვითმხილველებმა დილის საათებში იპოვეს. მათივე თქმით, გარდაცვლილი ალკოჰოლდამოკიდებული იყო და
შესაძლოა, გარდაცვალების მიზეზიც ეს იყოს.

როგორც ადგილზე მყოფი მოქალაქეები ამბობენ, მამაკაცის იდენთიფიცირება თავად შეძლეს, რადგან მას მიმდებარე ტერიტორიაზე ყველა იცნობდა. მათივე თქმით, გარდაცვლილის ოჯახს უკვე შეატყობინეს.

ადგილზე მობილიზებულია საპარტულო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადაც.

"შეტყობინება 09:05 წუთზე შემოვიდა, სამედიცინო ეკიპაჟი გამოძახების ადგილზე მივიდა 8 წუთში, სადაც 55 წლის მამაკაცი უკვე გარდაცვლილი დახვდათ," - განმარტავენ  სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში.

შინაგან საქმეთა სამინისტროში კი აცხადებენ, რომ შემთხვევაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, ხოლო გარდაცვლილის ცხედარს პირველადი დათვალიერებით ძალადობის კვალი არ აღენიშნება.



Print