ახალი ამბები
შენობის გარეშე დარჩენილ 119 მოსწავლეს ტყიბულში კერძო ობიექტი უსასყიდლოდ დაუთმეს (ფოტო)
FaceBook
ტყიბულის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეებს კერძო საკუთრებაში არსებულ ობიექტში უახლოეს მომავალში გადაიყვანენ. 
ამის შესახებ, "ქუთაისიპოსტს" ტყიბულის განათლების რესურსცენტრში განუცხადეს.

"შენობის მესაკუთრისგან მივიღეთ ოფიციალური დასტური, რომ ობიექტი მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეებს დაეთმობა უსასყიდლოდ," - ამბობს ტყიბულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, ირინე კორძაია.

შენობა, რომელშიც მეორე საჯაროს სკოლის მოსწავლეები გადავლენ, თავის დროზე ისიც ყოფილი სკოლა გახლდათ. 


ტყიბულში, ყოფილი საჯარო სკოლის შენობა, რომელიც მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეებს უსასყიდლოდ გადაეცა

"მეპატრონეს მიერ გამოგზავნილი ოფიციალური წერილი, რომელშიც ის წერს, რომ თანახმაა სკოლის შენობა უსასყიდლოდ გამოიყენოს მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა უკვე გადავაგზავნეთ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში" - აცხადებს კორძაია.

მისივე ინფორმაციით, უწყებიდან დასტურის მიღებისთანავე, #2- ე საჯარო სკოლის 119 მოსწავლე ახალ შენობაში გადასვლისთანავე პირველი ცვლის სააგაკვეთოლო პროცესს დაუბრუნდება.

ტყიბულის მეორე სკოლაში ახალი სასწავლო წელი 15 სექტემბერს მშობლების პროტესტით დაიწყო. ისინი სკოლისთვის ალტერნატიული ფართის გამოყოფას და პირველ ცვლაში საგაკვეთილო პროცესის გაგრძელებას ითხოვდნენ.

სკოლას მეორე ცვლა მას შემდეგ დაემატა, რაც ექსპერიზის შედეგად გაირკვა, რომ მეორე საჯარო სკოლის შენობა ამორტიზებულია.  


ტყიბულის მეორე საჯარო სკოლის  ამორტიზებული შენობა


ამავე თემაზე:

ტყიბულის მეორე სკოლაში სასწავლო პროცესი მშობლების პროტესტით დაიწყო

ტყიბულის მეორე სკოლაში სასწავლო პროცესის გასაგრძელებლად ალტერნატიული ფართს ეძებენ

ტყიბულის მეორე საჯარო სკოლასთან მშობლების და მოსწავლეების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
Print