ახალი ამბები
სინოპტიკოსები დასავლეთ საქართველოში წვიმას, მაღალ მთაში კი თოვლს პროგნოზირებენ
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში ძლიერი წვიმა და ტემპერატურის მკვეთრი დაკლებაა მოსალოდნელი. სინოპტიკოსების ვარაუდით, 27 სექტემბრის დღის მეორე ნახევრიდან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ტემპერატურის 23-28 გრადუსამდე დაკლება. ხოლო, 28 სექტემბერს ძლიერი წვიმას პროგნოზირებენ.

"28 სექტემბერს იწვიმებს ძლიერად და ტემპერატურა 18 გრადუსამდე დაიკლებს, ასევე წვიმას უნდა ველოდოთ 29 სექტემბერსაც, ხოლო მაღალ მთაში კი, შესაძლოა, წამოთოვოს", - ამბობს გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, დოდო გვაზავა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 29 სექტემბრის დღის მეორე ნახევრიდან გამოიდარებს. თუმცა, კვლავ დაბალი ტემპერატურა 19-24 გრადუსის ფარგლებში შენარჩუნდება. ამინდის გაუარესების გამო, გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრილებს, რომ შესაძლოა მდინარეებზე წყლის დონემ მოიმატოს.

Print