ახალი ამბები
"თქვენ არავინ გეკითხებათ ამ კონსტიტუციის შეცვლას" - საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა პარლამენტში
FaceBook
"თქვენ არავინ გეკითხებათ ამ კონსტიტუციის შეცვლას, ეს არის ამ პროცესის ფიზიონომია - თავი არის ივანიშვილი, თქვენ ხართ ფეხები. ქართველი ხალხი ამ კონსტიტუციის მიღებას არ გაპატიებთ", - ასეთი იყო "ნაციონალური მოძრაობის" წევრის რომან გოცირიძის გამოსვლა საპარლამენტო სესიაზე, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით განხილვა მიმდინარეობს.

საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე საპარლამენტო განხილვა პროტესტის ნიშნად "ევროპული საქართველოს" წევრებმა დატოვეს. ელენე ხოშტარიას აზრით, ეს არის ფარსი და ამ პროცესში მონაწილეობას ვერ მიიღებენ.

"თქვენ ქმნით სამარცხვინო ფურცელს საქართველოს ისტორიაში. თქვენ იმსახურებთ რომ ამ ფარსში მარტო დარჩეთ. "ევროპული საქართველო" ტოვებს ამ სხდომას", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მიხედვით: საქართველოს პრეზიდენტს ირჩევს საარჩევნო კოლეგია, უქმდება მაჟორიტარული სისტემა, კონსტიტუციით განისაზღვრება ოჯახის დეფინიცია, გენერალურ პროკურორს საქართველოს პარლამენტი ამტკიცებს და მისი არჩევის წესში საპეროკურორო საბჭო აღარ ფიგურირებს, მოსამართლეების წარდგენა-დანიშვნაში პრეზიდენტის უფლებები იზღუდება, ქვეყნის უზენაეს კანონს ემატება მე-11 თავი, რომელიც ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას უკავშირდება. პროექტის თანახმად, კონსტიტუციაში ასევე, აღარ არის პარლამენტის ადგილსამყოფელი განსაზღვრული.
Print