ახალი ამბები
ქუთაისში აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან კუბო მიიტანეს (ფოტო)
FaceBook
ქუთაისში, პარალამენტთან სადაც, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია საპროტესტო აქციას მართავს, კუბო მიიტანეს.
"ქართული მარშის" წევრებმა პარლამენტთან სარიტუალო მსვლელობა-ფერფორმანსი  გამართეს და  "ნაც-ქოცური დემოკარტია" ამ წარწერით კუბო  დადგეს.

"ეს არის სიმბოლო იმისა, რომ პარლამენტი დემოკრატიის მესაფლავეა",  - განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.  



აქციის მონაწილეები დღეს რიგგარეშე სესიაზე კონსტიტუციური პროექტის მესამე მოსმენას აპროტესტებენ. მათი თქმით, ეს არის სამარცხვინო გადაწყვეტილება.

"ეს არის სამარცხვინო გადაწყვეტილება რაც დღეს პარლამენტში ხდება. ეს იქნება კონსტიტუცია რომელიც ქვეყნის ინტერესებს ეწინააღმდეგება და მის განვითარებას უშლის ხელს", - აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე ბაჩუკი ქარდავა.

Print