ახალი ამბები
"ფოტოების პირუკუ დაკიდება მოიფიქრეს" - "ოცნების" შტაბი უკუღმა გაკრულ პლაკატებზე
FaceBook
ქუთაისში "ქართული ოცნების" კანდიდატების უკუღმა განთავსებული პლაკატების შესახებ პარტიის საარჩევნო შტაბში განცხადებას აკეთებენ.

შტაბის ხელმძღვანელი, ნიკოლოზ ლატარია მომხდარ ფაქტს ოპოზიციური პარტიების მხრიდან პროვოკაციად აფასებს.

"აშკარაა, ჩვენი ოპონენტები ისევ განაგრძობენ წინასაარჩევნოდ მმართველი პარტიის წინააღმდეგ ალოგიკურ და უსუსურ თამაშებს. რამდენჯერმე ჩვენი ბანერები დააზიანეს და ახლა ფოტოების პირუკუ დაკიდება მოიფიქრეს. ეს არის მორიგი პროვოკაცია, რომელიც უსუსური და სასაცილოა"-განაცხადა "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ ლატარიამ.

ქუთაისში "ქართული ოცნების" მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატების უკუღმა განათავსებული პლაკატების ამსახველი ფოტოები "ევროპული საქართველოს" საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარემ, გია თევდორაძემ სოციალური ქსელი ფეისბუქით გაავრცელა.

სააგიტაციო მასალა "ქართული ოცნების" კახიანოურის მაჟორიტარობის კანდიდატს, ელეონორა არჩაიას და ქუთაისის მერობის კანდიდატს, გიორგი ჭიღვარიას ეკუთვნის.






Print