ახალი ამბები
"პლაკატიც ვერ "დაკიდენ" - "ოცნების" კანდიდატების უკუღმა გაკრული სააგიტაციო მასალა (ფოტო)
FaceBook
ქუთაისში "ქართული ოცნების" მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატების პლაკატები უკუღმა განათავსეს.

ამის ამსახველი ფოტოები "ევროპული საქართველოს" საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარემ, გია თევდორაძემ სოციალური ქსელი ფეისბუქით გაავრცელა.

"პლაკატიც ვერ "დაკიდენ" - აღნიშნულია გია თევდორაძის ფეისბუქის გვერდზე.

პლაკატები "ქართული ოცნების" კახიანოურის მაჟორიტარობის კანდიდატს, ელეონორა არჩაიას და ქუთაისის მერობის კანდიდატს, გიორგი ჭიღვარიას ეკუთვნის.



Print