ახალი ამბები
წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტებს სწავლის გადასახადს ნაწილობრივ დაუფინანსებენ
FaceBook

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს სწავლის გადასახადის ნაწილს დაუფინანსებენ.

პროექტი სასწავლებლის სტუდენტური თვითმმართველოს მიერ ხორციელდება. სწავლის გადასახადის ნაწილი, მხოლოდ იმ სტუდენტებს დაუფინანსდებათ, რომლებიც სტუდენტური თვითმართველობის მიერ შედგენილ კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ.

ესენია: სტუდენტები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში, ცოლ-ქმარი ან დედმამიშვილი, საქართველოს ტერიოტრიაზე იძულებით გადაადგილებული და დედით ან მამით ობოლი. თუ ჩამოთვლილი კრიტერიუმებიდან სტუდენტი ერთს მაინც აკმაყოფიელბს იმ შემთხვევაში მას, შესაძლოა, სწავლის გადასახადი დაუფინანსდეს.

" შეიკრიბება შესაბამისი კომისია და ვეცდებით ყველას დავუფინანსოთ სწავლის გადასახადი თუ ის სტუდენტი კრიტერიუმებს აკმაყოფილებს. ასევე, მათაც შეუძლიათ განცხადები შემოიტანონ იმ სტუდენტებმა, რომლებმაც გასულ წელს მიიღეს სწავლის დაფინანსება" - ამბობს წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი, გიორგი ოკრიბელაშვილი.

სწავლის დაფინანსების მინიმალური თანხა არის 100, ხოლო მაქსიმალური 300 ლარი იქნება. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ინფორმაციით, სწავლის გადასახადის მისაღებად სტუდენტებმა შესაბამისი განცხადება უნდა დაწერონ და მიმდინარე წლის 15 ოქტომბრამდე სასწავლებლის #1130 აუდიტორიაში უნდა წარადგინონ.

განცხადებას თან უნდა ერთვოდეს ზემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმების დამადასტურებელი დოკუმენტიც. რის შემდეგაც, სტუდენტრუი თვითმართველობის მიერ იმ სტუდენტების შერჩევა მოხდება, რომლებსაც სწავლის საფასური ნაწილობივ დაუფინანსდებათ.

მსგავსი პროექტი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2016-2017 სასწავლო წელსაც განხორციელდა. სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტის თქმით, გასულ წელს ეს პროექტი ორივე სემესტრში განხორციელდა. სულ 154-მდე სტუდენტს დაუფინანსდა სწავლის გადასახადი, რისთვისაც სასწავლებლის ბიუჯეტიდან 40 000 ლარამდე თანხა დაიხარჯა.



 

Print