ახალი ამბები
თავდაცვის მინისტრი - პრინციპულად შეცვლილი პოლიცია გვყავს
FaceBook
"ჩევნ არ გვინახავს პოლიციის მიერ  ნაცემი ათასობით ხალხი"
საქართველოს თავდაცვის მინისტრის თინათინ ხიდაშელის შეფასებით, "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის სამი წლის თავზე ჰუმანური და პრინციპულად სხვა დამოკიდებულების პოლიცია ჰყავს ქვეყანას. ამის შესახებ, ხიდაშელმა ქუთაისში პოლიციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.
"ამ სამი წლის განმავლობაში თუკი სადმე, რაიმე სეგმენტში არის წინსვლა, განსაკუთრებულად ახალი მიდგომა ქონდა ახალ ხელისუფლებას, ეს არის პოლიცია. პრინციპულად შეცვლილი პოლიცია გვყავს. პოლიციის დამოკიდებულება საკუთარი მოსახლეობის მიმართ პრინციპულად სხვა ღირებულებაზეა აწყობილი, სხვა ტიპის მოპყრობაზე და გაიდლაინებზე აწყობილი პოლიცია გვყავს "ქართულ ოცნებას" ხელისუფლებაში ყოფნის სამი წლის თავზე. ჩვენ აღარ გვინავს პოლიციის მიერ ათასობით ნაცემი ადამიანი. ეს არ არის პოლიციის არჩევანი, ეს არის პოლიტიკის არჩევანი, რადგან იცვლება პოლიტიკა, იცვლება პოლიციის დამოკიდებულებაც საკუთარი ხალხის მიმართ", - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოლიციის დღე  ქუთაისში საზეიმოდ აღნიშნა. ღონისძიებას ქვეყნის პირველ პირებთან ერთად ესწრებოდნენ საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კოპრუსის წარმომადგენლები და ოფიციალური  დელეგაციების წევრები პარტნიორი  ქვეყნებიდან (ლიტვა, ლატვია, გერმანია, სომხეთი,  ბელარუსია, თურქეთი და მოლდოვა)
Print