ახალი ამბები
ქუთაისის მერობის კანდიდატებს მანდატებს 27 სექტემბერს გადასცემენ
FaceBook
ქუთაისის მერობის კანდიდატებს საოლქო საარჩევნო კომისია მანდატებს 27 სექტემბერს გადასცემს. კანდიდატებისთვის შესაბამისი მოწმობის გადაცემა საოლქო კომისიაში მოხდება.

ქუთაისში სულ 10 მერობის კანდიდატია დარეგისტრირებული.


1. "შენების მოძრაობა" – ალუდა გოგლიჩიძე

2. საარჩევნო ბლოკი "გიორგი ვაშაძე ერთობა ახალი საქართველო" – ზვიად ბაღდავაძე

3. "პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან მოურავი–ირმა ინაშვილი" – გრიგოლ ბახტაძე

4. "საქართველოს ლეიბორისტული პარტია – შალვა ნათელაშვილი" – სამსონ გუგავა

5. "ქართული ოცნება" – გიორგი ჭიღვარია

6. "ახალი ქრისტიან–დემოკრატები" – გიორგი გოგელაშვილი

7. საარჩევნო ბლოკი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" – გრიგოლ ვაშაძე

8. საარჩევნო ბლოკი "დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა, დემოკრატიული მოძრაობა თავისუფალი საქართველო"– გიორგი წულაია

9. საარჩევნო ბლოკი "ბაქრაძე, უგულავა-ევროპული საქართელო" - დავით გოგისვანიძე

10. ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი" – აკაკი ლოლომაძე


ქუთაისში პარტიების უმრავლესობამ საკრებულოს მაჟორიტარული და პროპორციული სიები უკვე წარადგინა. 


ამავე თემაზე:


"ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის საკრებულოს პროპორციული სია


"ევროპული საქართველოს" ქუთაისის საკრებულოს პროპორციული სია


"თავისუფალი საქართველო" და "დემოკრატიული საქართველოს" ქუთაისის საკრებულოს პროპორციული სია


Print
თეგები: #არჩევნები 2017