ახალი ამბები
ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე პოლიციის 3 ოფიცერი ცუდად გახდა
FaceBook
ამ წუთებში, ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე პოლიციის დღისადმი მიძღვნილი აღლუმის მიმდინარეობისას პოლიციის 3 ოფიცერი ცუდად გახდა.

ისინი მესხიშვილის თეატრის შენობაში შეიყვანეს. ადგილზე იმყოფება სასწრაფო სამედიცინო დახმარება. ოფიცრების ცუდად გახდომის მიზეზად ხანგრძლივი დროით ფეხზე დგომა სახელდება.
ქუთაისში პოლიციის დღის აღსანიშნავად სამზადისი 29 მაისიდან დაიწყო.
Print