ახალი ამბები
ქართველი სპორტსმენის წარმატება "არნოლდ კლასიკის" ევროპის ჩემპიონატში
FaceBook
"არნოლდ კლასიკის" ევროპის ჩემპიონატში, რომელიც ქალაქ ბარსელონაში გაიმართა ქუთაისელმა სპორტსმენმა გივი მარგველაშვილმა  66 კგ წონით კატეგორიაში 1 ადგილი, ხოლო  აბსოლუტურ წონით კატეგორიაში  მე-11-ე ადგილი დაიკავა.
კარგი შედეგი აჩვენა მეორე ქართველმა სპორტსმენმა რუბენ ქარქუსაშვილმა, რომელმაც 123 კგ წონით კატეგორიაში მესამე, აბსოლუტურ წონით კატეგორიაში კი მე- 8-ე ადგილი დაიკავა.

სპორტსმენები ძალისმიერი სამჭიდის სახეობაში ასპრეზობდნენ. გამარჯვებული სპორტსმენები გაწეული დახმარებისთვის მადლობას საქართველოს
ათლეტიზმის ფედერაციას უხდიან.
Print
თეგები: #სპორტი