ახალი ამბები
ქუთაისის #2 საჯარო სკოლამ ბუფეტი 10 500 ლარად აუქციონზე გამოიტანა
FaceBook

ქუთაისის, იოსებ ოცხელის სახელობის #2 საჯარო სკოლამ სასკოლო ბუფეტი აუქციონზე იჯარის წესით გასაცემად გამოიტანა.


ფართი აუქციონზე გასხვისებისთვის მიმდინარე წლის 22 სექტემბერს გამოიტენეს და ვადა 28 სექტემბერს ეწურება. 84.58 კვადრატული მეტრის ფართის მქონე სკოლის ბუფეტი იჯარის წესით 3 წლიანი ვადით უნდა გასხვისდეს და მისი საწყისი წლიური ღირებულება 10 500 ლარია, ხოლო ბიჯი 150 ლარიდან იწყება.

იჯარით გასაცემი ფართი ახალგარემონტებულია. აუქციონში მონაწილე კომპანია ვალდებულია დაიცვას ჰიგიენური და ხანძარსაწინააღმდეგო ნორმები, დამოუკიდებლად გადაიხადოს კომუნალური გადასახადები და მისი საქმიანობით ხელი არშეუშალოს სასწავლო პროცესის ნორმალურ წარმართვას. ასევე, ვალდებულია ბუფეტი აღჭურვოს შესაბამისი ინვენტარით და სკოლის მოსწავლეებს თუ პერსონალს ყველა სასწავლო დღეს მოემსახუროს.

გამარჯვებული კომპანია ვალდებულია სკოლაში ჯანსაღი და უსაფრთხო კვება უზრუნველყოს.

 

Print