ახალი ამბები
უბნებზე ამომრჩევლის საინფორმაციო ბარათების დარიგება დაიწყო
FaceBook
საუბნო საარჩევნო კომისიებმა, უბნებზე ამომრჩევლის საინფორმაციო ბარათების დარიგება უკვე დაიწყეს. ბარათის მეშვეობით ამომრჩეველს შეუძლია ინფორმაცია მიიღოს მისი საარჩევნო უბნის შესახებ, სადაც მან ხმა უნდა მისცეს. ამომრჩევლებმა ბარათები 1 ოქტომბრის ჩათვლით უნდა მიიღონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ შეუძლიათ საკუთარი მონაცემები გადაამოწმონ სხვადასხვა ელექტორნულ სისტემაში ან მიმართონ ცესკოს.

ამომრჩეველთა ერთიან სიაში  აღმოჩენილი უზუსტობის გასწორება ამომრჩეველს 3 ოქტომბრის ჩათვლით შეუძლია, რისთვისაც მან ან ცენტრალურ საარჩევნო ადმინისტრაციას ან სერვისების განვითარების სააგენტოს უნდა მიმართოს.

საკუთარი მონაცემების პოვნა და გადამოწმება ამომრჩეველს საარჩევნო უბანზევე შუძლია, სადაც კანონის მიხედვით ერთიანი სიები უნდა იყოს გამოკრული. 

1 სექტემბრის მონაცემებით  საქართველოში სულ 3 442 455 ამომრჩეველია  რეგისტრირებული, რომლებიც 3634 უბანზე მისცემენ ხმას.

მათ შორის 123 უბანია გახსნილი ქუთაისში, სადაც 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნებზე 153 880  ამომრჩეველია რეგისტრირებული.


ამავე თემაზე:


არჩევნებიდან არჩევნებამდე - ცვლილებები კანონსა და ციფრებში


Print