ახალი ამბები
"ქართული ოცნების" დროშა ტყიბულის მუნიციპალიტეტის მშენებარე საჯარო სკოლაში
FaceBook
ტყიბულის  მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურას მშენებარე სკოლის შენობაში "ქართული ოცნების" დროშაა აღმართული. სკოლის დირექტორი თამაზ ბარბაქაძე ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ  "ოცნების" დროშა მუშებმა დაკიდეს. თუმცა, მისი თქმით, ობიექტში საგანმანათლებლო პროცესი არ არის, ამიტომ  კანონიც არ დარღვეულა.  

"ამ შენობაში სასწავლო პროცესი არ ჩატარებულა. ეს არის სკოლის  ახალი შენობა, რომლის მშენებლობა ორი წელია მიმდინარეობს. დროშა ერთი დაკიდეს, ქარმა დაუგლიჯა, მერე კიდევ დაკიდეს. ეგ ახლა არაფერი მნიშვნელობის მქონე არ არის, რატომ გაინტერსებთ მაინც კონკრეტულად მითხარით?! დროშა აღმართეს,  რა უნდა  მეთქვა? ან რა პრობლემა იყო?  იქ ორი დროში სვეტი არის გაკეთებული. მეორე გვერდზეა საქართველოს დროშა. იმის ფოტო არა გაქვთ ხომ?  თუმცა,  რა პრობლემაა,  რატომ გახდა თქვენი ინეტრესის  საგანი. ვინაიდან ეს  შენობა და ეს კომპლექსი არ არის ექსპლუატაციაში შესული და ვისაც რა უნდა იმ დროშას დაკიდებს -  ეს ასე  არ არის, რა თქმა უნდა, მაგრამ, ყოველშემთხვევაში, არსებული მთავრობის დამსახურებაა, რომ მიმდინარეობს ეს მშენებლობა და ახლა როგორც ასეთი კანონმდებლობა ჯერ-ჯერობით არაფერი არაა დარღვეული, ვინაიდან იგი ექსპლუატაციაში არაა შესული და არ ემსახურება საგანმანათლებლო  პროცესს. როცა გადავალთ ამ ახალ შენობაში ჩემი ხელით აღვმართავ სახელმწიფო დროშას", - განგვიმარტა  სოფელ მუხურას სკოლის დირექტორმა. ის ამბობს, რომ ამდროსთვის აღნიშნული დროშა ქარმა დაგლიჯა  და უკვე აღარ არის.

რაც შეეხება, სკოლას სოფელ მუხურაში, თამაზ ბარბაქაძე ამბობს, რომ  ის  უკვე 25 წელია ყოფილი კოლმეურნეობის შენობაში არის განთავსებული და სკოლისთვის შეუფერებელია.  2015 წელს კი, განათლების სამინისტროს  დაფინანსებით, სოფელში სკოლა იმ ადგილზე აშენდება, სადაც 1991 წლის მიწისძვრის შედეგად ობიექტი დაზიანდა.  



Print