ახალი ამბები
"როგორ შეიძლება სოფელი იყოს წყლის გარეშე" - საპროტესტო აქცია წყალტუბოში
FaceBook
წყალტუბოს რაიონში, სოფელ ყუმისთავში ადგილობრივებმა საპროტესტო აქცია გამართეს. სოფლის მოსახლეობა აცხადებს რომ 2 თვეზე მეტია სოფელს წყალი არ მიეწოდება. მათივე განცხადებით,  სასმელი წყლის მოსაპოვებლად კილომეტრების გავლა უწევთ, ყუმისთავში მცხოვრებლები ხელისუფლებას დახმარებას თხოვენ და აცხადებენ,  რომ მრავალი თხოვნის მიუხედავად სოფელს ყურადღებას არავინ აქცევს.

"როგორ შეიძლება სოფელი იყოს წყლის გარეშე", - აცხადებენ  აქციის მონაწილეები. 

იმ შემთხვევაში თუ პრობლემა არ გადაიჭრება, მოსახლეობა პრომეთეს მღვმის შესასვლელის გადაკეტვას გეგმავს. წყალტუბოს გამგეობაში განმარტავენ, რომ მოსახლეობა სიცრუეს ამბობს, რადგან წყალი სამ დღეში ერთხელ მოდის. ამის მიზეზად კი გვალვებს ასახელებენ. პრობლემის საბოლოოდ გადასაჭრელად კი წვიმიან ამინდებს ელოდებიან.
Print