ახალი ამბები
სინოპტიკოსები დასავლეთ საქართველოში 23 სექტემბერს წვიმას პროგნოზირებენ
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში ტემპერატურის დაკლებაა მოსალოდნელი. სინოპტიკოსების ცნობით, იმერეთის რეგიონსა და სანაპირო რაიონებში ჰაერი 28 გრადუსმდე დაიკლებს და მოსალოდნელია ხანმოკლე ხასიათის წვიმაც.

"23 სექტემბერს დღის მეორე ნახევრიდან მოსალოდნელია წვიმა. თუმცა, 24 სექტემბერს კვლავ გამოიდარებს. სანაპირო რაიონებში 24 გრადუსს ვვარაუდობთ, ველოდებით 2-3 ბალიან ზღვის ღელვას", - ამბობს გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, დოდო გვაზავა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დასავლეთ საქართველოში 24-25 სექტემბერს გამოიდარებს, თუმცა ჰაერის ტემპერატურა არ მოიმატებს. ხოლო 26 სექტემბერს ტემპერატურ კვლავ 32 გრადუსი იქნება.
Print