ახალი ამბები
წაღებულია ოქრო - ზესტაფონში პოლიციის ყოფილი უფროსის ბინა გაქურდეს
FaceBook
ზესტაფონში პოლიციის ყოფილი უფროსის ბინა გაქურდეს.

შემთხვევა 20 სექტემბერს შუაღამისას მოხდა. არსებული ინფორმაციით, მძარცველებმა პოლიციის უფროსის ბინიდან ოქრო გაიტანეს.

დაზარალებულმა პოლიციის უფროსმა ქურდობის ფაქტი დილით აღმოაჩინა, რადგან ძარცვის დროს ის ბინაში არ იმყოფებოდა.

ზესტაფონის პოლიციის  ყოფილ უფროსი დავით გიგაშვილი, ზესტაფონში ნაქირავებ ბინაში მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა. პოლიციის ყოფილი უფროსის ბინა მისი თანამდებობიდან გათავისუფლების მეორე დღეს გაქურდეს.

გიგაშვილი დაკავებული თანამდებობიდან მიმდინარე წლის 18 სექტემბერს გაათავისუფლეს.

დაუზუსტებელი ინფორმაციით, გიგაშვილი ახალი თანამდებობის მისაღებად ქუთაისში გადაჰყავთ.

ხოლო ზესტაფონის პოლიციის თანამდებობის ადგილს ახალი კადრი ჩაანაცვლებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება 177-ე მუხლით მიმდიანრეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.

Print