ახალი ამბები
თერჯოლაში, სამხედრო პოლიგონის ტერიტორიაზე ხანძარი ლოკალიზებულია
FaceBook
თერჯოლაში, სამხედრო პოლიგონის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. ცეცხლის ჩაქრობის  სამუშაოებს სამაშველო სამსახურის ოთხი ბრიგადა ახორციელებდა.

"ხანძარი სრულად ლოკალიზებულია. მაგრამ სამაშველო ჯგუფი ყოველი შემთხვევისთვის მთელი ღამის განმავლობაში დარჩება. თუმცა, შემიძლია ვთქვა, რომ საშიშროება რომ ცეცხლი გაღვივდეს, არ არსებობს", - ამბობს თერჯოლის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი, თემურ ქოჩიაშვილი.

მისი ინფორმაციით, ხანძრის შედეგად 8 000 კვ. მ. მიწის ნაკვეთი არის დამწვარი. 

"ეს არ არის ტყე. ბუჩქნარი არის გადამწვარი, რომელიც გამოზაფხულზე ისევ მიიღებს იგივე სახეს", - განმარტავს თემურ ქოჩიაშვილი.

თერჯოლაში ხანძარი 21 სექტმებერს, დღის საათებში გაჩნდა. ცეცხლი სამცედრო საწვრთნელ ბაზას იყო მოდებული. 



ამავე თემაზე:

"არის აუფეთქებელი ჭურვები, რომლის აფეთქების საშიშროება დიდია" - თერჯოლაში ხანძრის ლოკალიზება ვერ ხერხდება

თერჯოლაში ტყე იწვის
Print