ახალი ამბები
ქუთაისში ავტომობილებით გადაადგილება 5 ქუჩაზეა აკრძალული
FaceBook
პოლიციის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით, ქუთაისის ცენტრალურ ტერიტორიაზე ავტომობილებით მოძრაობა 5 ქუჩაზე 08:00 საათიდან აიკრძალა.
მოძრაობა შეზღუდული გ.ტაბიძის, შ.რუსთაველის, მარი-ბროსეს, ზ.ფალიაშვილის და თბილისის ქუჩებზეა.
შშს - ს წარმომადგენლების ინფორმაციით, დღის მანძილზე ავტომანქანებით გადაადგილება შესაძლებელი იქნება: საფიჩხიის მიმართულებით - ვაჟა-ფაველას, დავითი და კონსტანტინეს, ვარლამიშვილის ქუჩების გავლით. ხოლო საფიჩხიიდან ავტომანქანები იმოძრავებენ თამარ მეფისა და პუშკინის ქუჩების გავლით წერეთლის ქუჩის მიმართულებით.
ავტომობილების მოძრაობა ქუთაისში პოლიციის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების დასრულებისთანავე სრულად აღდგება.
ქუთაისიპოსტი
Print