ახალი ამბები
დევნილებისთვის ახალი საგრანტო პროგრამა ამოქმედდა
FaceBook
დევნილთა თვითდასაქმების მიზნით ბენეფიციარებს სახელობო იარაღები გადაეცემათ.
როგორც სააგენტოში აცხადებენ, პროგრამის ფარგლებში დაფინანსებას ექვემდებარება როგორც ინდივიდუალური, ისე ჯგუფური საგრანტო განაცხადები.

ინდივიდუალური საგრანტო განაცხადის შემთხვევაში, ერთ ბენეფიციარზე გასაცემი გრანტის მაქსიმალური ოდენობაა 1600 ლარია.

დევნილებმა პროგრამაში ჩართვისთვის განცხადებით დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, მიმდინარე წლის 5 ოქტომბრამდე უნდა მიმართონ.

"თვითდასაქმების ხელშეწყობისა და შემოსავლის წყაროს გაჩენის მიზნით, 50-მდე დევნილს გადაეცემა სახელობო იარაღები," - ამბობენ დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში.

მათივე ინფორმაციით, პროგრამის სამიზნე ჯგუფია ის იძულებით გადაადგილებული პირები, რომლებმაც 2016-2017 წლებში დაასრულეს სახელმწიფო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში პროფესიულ პროგრამაზე სწავლა და აქვს დამოუკიდებლად საქმიანობისათვის საჭირო პროფესიული უნარ-ჩვევები.


Print