ახალი ამბები
წერეთლის უნივერსიტეტში ლიტერატურული ფესტივალი გაიმართება
FaceBook
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლიტერატურული ფესტივალი გაიმართება.
ღონისძიება 23-24 სექტემბერს მოეწყობა და მასში ხუთი პროზაიკოსი მიიღებს მონაწილებას. ფესტივალის ორგანიზატორების თქმით, ღონისძიების ფარგლებში ნებისმიერ მსურველს საშუალება ექნება მოისმინონ და გაეცნონ თანამედროვე ქართველ პროზაიკოსებს.

"ღონისძიების ორიგინალურობა იმაში მდგომარეობს, რომ მოწვეული ავტორები თავიდან ბოლომდე წაიკითხავენ საკუთარ ნაწარმოებებს. ეს ხანგრძლივი და საინტერესო პროცესი იქნება" - განმარტავენ ორგანიზატორები.

ფესტივალის პროგრამა ორ დღეზე გადანაწილდება, სადაც მსმენელი ხუთი ავტორის ნაწარმოებს გაეცნობა.

პირველ დღეს მსმენელი ლევან მაისურაძე "წრეში კაცი",  ანი გიგაშვილის "მარტო დარჩენის წყევლა", ნათია სოყურაშვილი, "მისი უდიდებულესობა - ამინდი"-ს მოისმენს, ხოლო, მეორე დღეს, პაპუნა გიორგაძე _ "მე მინდა ბამბა" სონია გულაღაშვილი _ "წინასწარმეტყველება შეუძლებელია" იქნება წარმოდგენილი.

 

 

Print