ახალი ამბები
ახალი სასწავლო წლისთვის ქუთაისის ბაღებში 3 000-მდე აღსაზრდელი დარეგისტრირდა
FaceBook

ქუთაისის ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია დასრულდა.

ააიპ ბაგა-ბაღების  გაერთიანების ინფორმაციით, ბაღებში სწავლისთვის რეგისტრაცია 3 000 -მდე აღსაზრდელმა გაიარა.  გაერთიანების დირექტორის, ნანა ლორთქიფანიძის თქმით, ამ დროისთვის საბუთების განხილვა და ასაკობრივი ჯგუფების დაკომპლექტება მიმდინარეობს.

"ახლა შეიქმნება ასაკობრივი ჯგუფები და უკვე, 25 სექტემბრიდან აქტიურად განახლდება სააღმზრდელო პროცესი ბაღებში", -  ამბობს  ნანა ლორთქიფანიძე.

მისი თქმით, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკაშირებით 25 სექტემბრისთვის ქუთაისის ბაგა-ბაღების 37 ფილიალში სხვადახვა ღონისძიებებია დაგეგმილი.
ქუთაისის ბაგა-ბაღების 37 ფილიალში სულ 10 500 აღსაზრდელია რეგისტრირებული.


 

Print