ახალი ამბები
ქუთაისში 123-დან 66 საარჩევნო უბანი გახსნილია
FaceBook
#59 საოლქო საარჩვენო კომისიის ცნობით, ქუთაისში 123 საარჩევნო უბნიდან 66 უბანი გახსნილია.

თითოეულ მათგანში აირჩიეს უბნის თავმჯდომარე, მოადგილე და მდივანი, გაიმართა პირველი სხდომებიც.

მიმდინარე წლის 21 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩვენებისთვის ქუთაისში საოლქო საარჩევნო კომისიამ სულ 123 საარჩევნო უბანი დააკომპლექტა. კონკურსში მონაწილეობაზე განცხადებით კომისიას 1 154 მოქალაქემ მიმართა, რომელთაგან 738 შეირჩა.

საოლქო კომისიის ცნობით, შერჩეული წევრებიდან 563 გამოცდილი კადრია, 10 ფლობს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერთიფიკატს, 72 საარჩევნო ადმინისტრატორის კურსების სერთიფიკატს, 15 საარჩევნო განვითარების სკოლის სეთიფიკატს, 2 წევრი კი ახალგაზრდა ამომრჩევლის სერთიფიკატს.

"საერთო ჯამში, ცესკოს რეკომენდაცით აირჩა კონკურსანტთა 89%. 75 ახალგაზრდას მიეცა შანსი მიიღოს საარჩევნო გამოცდილება," - აღნიშნავენ #59 საოლქო საარჩევნო კომისიაში.

მათივე ინფორმაციით, წილისყრაში მონაწილეობა "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ", პოლიტიკური გაერთიანება "ქრისტიან–კონსერვატორებმა", "გაერთიანებულმა დემოკრატიულმა მოძრაობამ" და "პატრიოტთა ალიანსმა" არ მიიღო, "ევროპულმა საქართველომ" კი ხმა ყველას წინააღმდეგ მისცა.

2017 წლის 15 ივლისის მდგომარეობით ქუთაისში სულ 153 880 ამომრჩეველია რეგისტრირებული. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 2014 წლის 15 ივნისის არჩევნებზე ქალაქში 343 ამომრჩევლით ნაკლები იყო რეგისტრირებული.


Print