ახალი ამბები
მესხიშვილის თეატრში ახალი სეზონი სპექტაკლით „უბედურება“ გაიხსნება
FaceBook
მესხიშვილის თეატში თავის 132-ე სეზონს 27 სექტემბერს პრემიერით გახსნის.

წარმოდგენილი იქნება დავით კლდიაშვილის პიესის მიხედვით განხორციელებული სპექტაკლი "უბედურება".

ინსცენირება რეჟისორსა და მესხიშვილის თეატრის ყოფილ სამხატვრო ხელმძღვანელს გიორგი სიხარულიძეს ეკუთვნის. იგი ამ პოსტზე რეჟისორმა კოტე აბაშიძემ შეცვალა.

შესაბამისად, მესხიშვილის თეატრი ახალ სეზონს ახალი სამხატვრო ხელმძრვანელით შეხვდება, რომელმაც კულტურის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა.

იგი დასის წინაშე კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ წარადგინა.

სპექტაკლი "უბედურება" მესხიშვილის თეატრის დიდ სცენაზე 27-28 სექტემბერს გაიმართება.

Print