ახალი ამბები
რეკომენდაციები ქუთაისის ცენტრში ტაძრის მშენებლობის პროექტზე, რომელიც საპატრიარქომ დაამტკიცა
FaceBook
ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ორსართულიანი ტაძრის პროექტზე რომელიც, საპატარიარქომ უკვე დაამტკიცა, კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოს რეკომენდაციები აქვს.

"საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესიის კუთვნილ მიწის ნაკვეთში, ეკლესიის მშენებლობისათვის მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენის საკითხი განხილულ იქნა სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დამცავი ზონებისა და ურბანული მემკვიდრეობის სექციის სხდომაზე, სადაც აღინიშნა, რომ კორექტირებული ესკიზური პროექტის ძირითადი პარამეტრების გათვალისწინებით დასაშვებია ეკლესიის მშენებლობისათვის მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენა.

პროექტირების შემდგომ ეტაპზე მიზანშეწონილია ბაზილიკის ტიპის ტაძრის დაპროექტება ან წარმოდგენილი კორექტირებული ესკიზური ვარიანტი მაქსიმალურად შემცირდეს გაბარიტებში და გამარტივდეს მისი მხატვრულ-არქიტექტურული იერსახე", - ნათქვამია ეროვნული სააგენტოს მიერ ქუთაისის მერიის, კერძოდ, არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელის ბატონ ბაქარ ჭეიშვილს სახელზე გაგზავნილ წერილში.

პროექტი განხილვისთის საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოს ქუთაისის მერიიდან მიმდინარე წლის 11 სექტებერს გაეზავნა.


ტაძრის პროექტის ავტორი და არქიტექტორი ანდრო მარჯანიშვილი ჩვენთან საუბარში განმარტავს, რომ პროექტში აუცილებლად იქნება რეკომენდაციები გათვალისწინებული.

ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე "მაკდონალდსის" რესტორნის უკან ორსართულიანი ტაძარი შენდება. ეკლესიის  მშენებლობას მამა გიორგი შალამბერიძე უხელმძღვანელებს. მისი ინფორმაციით, მშენებლობა წელიწადსა და ექვს თვეში უნდა დასრულდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ეპარქია დაჯარიმდება.

პროექტის ავტორის, არქიტექტორი ანდრო მარჯანიშვილის თქმით, ორსართულიანი ტაძრის აშენების იდეა ქუთათელ-გაენათელ ეპისკოპოსს, მეუფე კალისტრატეს ეკუთვნის. ანდრო მარჯანიშვილი ამბობს, რომ მეუფეს სურვილია ტაძარი "მაკდონალსდის" რესტორანზე მაღალი გამოჩნდეს. არქიტექტორის ინფორმაციით, ტაძარი დაახლოებით 700 კვ.მ-ზე განთავსდება, პირველი სართული ბაზილიკა, მეორე კი გუმბათოვანი იქნება


ამავე თემაზე:


ქუთაისში ცენტრალურ მოედანზე ორსართულიანი ტაძარი აშენდება

ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე ტაძრის მშენებლობა აგვისტოში იწყება

ქუთაისის ცენტრში ტაძრის მშენებლობის პროექტი საპატრიარქომ დაამტკიცა

პროექტირების შემდგომ ეტაპზე მიზანშეწონილია ბაზილიკის ტიპის ტაძრის დაპროექტება ან წარმოდგენილი კორექტირებული ესკიზური ვარიანტი მაქსიმალურად შემცირდეს გაბარიტებში და გამარტივდეს მისი მხატვრულ-არქიტექტურული იერსახე.

Print