ახალი ამბები
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ქუთაისის ოფისის რემონტისთვის რამდენიმეათასიანი ტენდერი გამოცხადდა
FaceBook

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ქუთაისის ოფისს რეაბილიტაცია ჩაუტარდება.

ობიექტის რეკონსტრუქციის მიზნით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 67 362 ლარი ღირებულების ტენდერი (NAT170011174) გამოაცხადა. სადაც წინადადების მიღება 8 ოქტომბერს იწყება და 11ოქტომბერს დასრულდება.

სატენდერო დოკუნმენტაციის მიხედვით, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ქუთაისის ოფისის, შიდა და გარე ფასადს, სველ წერტილებს და ოთახებს რეაბილიტაცია უნდა ჩაუტარდეს. ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას შესრულებული სარემონტო სამუშაობის ხარვეზების აღმოსაფხვრელად 1 წლიანი საგარანტიო ვადა მიეცემა.

საქართველოს საავტომობილო დეპარტამენტის ქუთაისის ოფოსო სარემონტო სამუშაობი 2017 წლის 20 დეკემბრისთვიუს უნდა დასრულდეს.

 

Print