ახალი ამბები
ქუთაისში წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარების ადგილების რაოდენობა გაიზარდა
FaceBook
ქუთაისში საარჩევნო სიბიექტებისთვის სააგიტაციო შეხვედრების შენობა-ნაგებობების ნუსხას ახალი ობიექტი დაემატა.
მოსწავლე ახალგაზრდობისა და სპორტის სასახლის გარდა პოლიტიკურ პარტიებს ამომრჩევლებთან შეხვედრა უკვე ტაბიძის ქუჩაზე არსებულ სამუსიკო სკოლაშიც შეეძლებათ.

შესაბამისი გადაწყვეტილება ქუთაისის საკრებულოს რიგგარეშე 36-ე სხდომაზე მიიღეს, რომელიც მინდინარე წლის 19 სექტემბერს გაიმართა.  მერიაში განარტავენ, რომ აქამდე არსებული 2 შენობა-ნაგებობა სააგიტაციო შეხვედრების ჩასატარებლად საკმარისი არ იყო.

"არ იყო საკმარისი იმისთვის, რომ შეხვედროდნენ ამომრჩეველს. მეორე სამუსიკო სკოლას აქვს დარბაზი, სადაც საშუალება ექნებათ გამართონ შეხვედრები," - განმარტა ქუთაისის მერიის იურიდიული განუოფილების უფროსმა, ირაკლი გიორგაძემ.

სამუსიკო სკოლის შენობის გარდა, წინასაარჩევნოდ, საარჩევნო სუბიექტებს აგიტაციის გაწევა მიხეილ ქორქიას, ზურაბ საკანდელიძის სახელობის სპორტის სასახლისა და  მოსწავლე ახალგაზრდობის პარკში შეუძლიათ.

2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ქუთაისში აგიტაციის გაწევა მიხეილ ქორქიასა და ზურაბ საკანდელიძის სახელობის სპორტის სასახლის გარდა, მოსწავლე ახალგაზრდობის პარკშიცაა შესაძლებელი.

გარდა შენობა-ნაგებობებისა, ქუთაისში იმ ადგილების ჩამონათვალი განისაზღვრა, სადაც 2017 წლის თვითმმათველლობის არჩევნებისთვის სააგიტაციო მასალის განთავსება დასაშვებია.


ამავე თემაზე:


ქუთაისის მერიამ წინასაარჩევნო აგიტაციის ჩასატარებელი ადგილი შეცვალა

საქართველოს პარლამენტის მიმდებარედ საარჩევნო პლაკატების გაკვრა აიკრძალა


ადგილები ქუთაისში, სადაც საარჩევნო პლაკატების განთავსება დასაშვებია
Print