ახალი ამბები
იმერეთში ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის 27 ფაქტი გამოვლინდა
FaceBook
შსს-მ იმერეთში ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის 27 ფაქტი გამოავლინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და საპატრულო პოლიციის იმერეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ფაქტი, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მიმდინარე წლის სექტემბრის პირველ ნახევარში გამოავლინეს. 

სამართალდამცველებმა მხილებულების ავტომანქანებიდან უკანონოდ მოპოვებული სხვადასხვა ჯიშის ხის მორები და სამასალე ფიცრები ნივთმტკიცებად ამოიღეს.

"გამოძიება ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ს 303-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რომელიც ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე. იგივე ქმედება, ჩადენილი არაერთგზის, - ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხ წლამდე", - ნათქვამია შსს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
Print